ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, ვის შეეხება საკარანტინო სივრცეეში მკურნალობა, რომელიც დღეიდან იწყება
09/09/2020 08:32:57 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარკვეული ნაწილის საკარანტინო სივრცეში მკურნალობა დღეიდან დაიწყება.
როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, სასტუმროებში სამკურნალოდ არ გადავლენ არასრულწლოვნები და 65 წელს გადაცილებული პაციენტები.
„დღეიდან სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ამოქმედდება სასტუმროს მომსახურებით კარანტინში პაციენტების მკურნალობა. ბათუმში უკვე მიმდინარეობს საავადმყოფოდან პაციენტების სასტუმროში გადაყვანა. 65 წელზე ზევით პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში. 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც კოვიდ ინფექცია აქვთ დადასტურებული და ამავე დროს არ აქვთ არანაირი თანმხლები ქრონიკული დაავადება, უსიმპტომობის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ მკურნალობა გაიარონ სასტუმროების ქსელში“,-განაცხადა მინისტრმა.


