ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, გადაიდება თუ არა სასწავლო პროცესის დაწყება
09/09/2020 08:29:15 საზოგადოება
დღეის მდგომარეობით სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგს სრულად ვახორციელებთ. დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია არაერთი სკოლა. აქედან 600-მა სკოლამ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომელიც არის ჩვენგან წარმოდგენილი, დანარჩენებს მიეიცათ მითითება, თუ რა ხარვეზები იყო გამოსასწორებელი იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ და დასძინა, რომ სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება არც უმაღლეს სასწავლებლებში.


