Accentnews.ge
"იმაზე მეტი თავყრილობა, რომელიც რეგულაციის დაცვას საჭიროებს, დაავადების გავრცელების თვალსაზრისით საშიშროებას წარმოადგენს"

"იმაზე მეტი თავყრილობა, რომელიც რეგულაციის დაცვას საჭიროებს, დაავადების გავრცელების თვალსაზრისით საშიშროებას წარმოადგენს"

09/09/2020 07:29:30 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, ადამიანთა შეკრებების დროს, სადაც მოქალაქეებს რეგულაციების დაცვა უწევთ, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით საშიშროებას წარმოადგენს.

მისივე თქმით, დიდი თავყრილობები უნდა შეიზღუდოს, ან თუ არ შეიზღუდება, არსებული რეკომენდაციების მკაცრად აღსრულება უნდა მოხდეს.

"იმაზე მეტი თავყრილობა, რომელიც რეგულაციის დაცვას საჭიროებს, საშიშროებას წარმოადგენს დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. თავყრილობები, რომელიც ადამიანის დიდი რაოდენობის თავყრილობას მოიცავს უნდა შეიზღუდოს, ან თუ არა შეიზღუდება, არსებული რეკომენდაციების მკაცრად აღსრულება იყო საჭირო. რეგულაციები უნდა შესრულდეს და თუ არ სრულდება მის კონტროლზე და აღსრულებაზე სიმკაცრე უნდა იყოს გამოვლენილი", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ბოლო 24 საათში CIVID-19–ით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1773–მდე გაიზარდა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ამასთან, გამოჯანმრთელებულია ჯამში 1325 პირი, მათგან გასული დღე ღამის განმავლობაში – 4. კარანტინის რეჟიმში რჩება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

ცნობისთვის: 8 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 45 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. "წითელ ზონად" გამოცხადდა აჭარის რეგიონი, თუმცა განიმარტა, რომ რეგიონის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

აჭარაში დაფიქსირებული შემთხვევების დიდი ნაწილი საკონდისტრო "დონას" – პერსონალსა და მომხმარებლებს უკავშირდება. შემთხვევები დაფიქსირდა მათშიც, ვისაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ამიტომ, ინფექციონისტები მოუწოდებენ მოქალაქეებს, თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ აჭარაში, აწარმოონ მონიტორინგი, განსაკუთრებით მე-3-დან მე-8 დღის შუალედში და სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუკავშირდნენ 112–ს.

იმისთვის, რომ რეგულაციები არ გამკაცრდეს, მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. ეს რეკომენდაციებია: დახურულ შენობებში პირდაბის ტარება, ღიაშიც, თუ სოციალური დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება; დისტანციის და პირადი ჰიგიენის დაცვა, დიდი თავყრილობების დახურულ სივრცეში არგამართვა.

უნდა აღინიშოს, რომ ინფექციონისტების განმარტებით, უკანასკნელ რამდენიმე დღეში დაფიქსირებული შემთხვევების ნაწილი ბათუმსა და თბილისში გამართულ საქორწილო სუფრებს უკავშირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S