Accentnews.ge
"სამ, ოთხ და ხუთ ათეულ შემთხვევებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს, მთავარია, ყოველდღიურად ასეული შემთხვევები არ დაფიქსირდეს"

"სამ, ოთხ და ხუთ ათეულ შემთხვევებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს, მთავარია, ყოველდღიურად ასეული შემთხვევები არ დაფიქსირდეს"

09/09/2020 07:30:34 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ყოველდღიურად სამ, ოთხ და ხუთ ათეულ შემთხვევებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს, მთავარია ყოველდღიურად ასეული შემთხვევები არ დაფიქსირდეს.

"თუ ყოველდღიურად ამდენი მატება დაფიქსირდა, ასეთი მონაცემები არ იძლევა საშიშროებას, რომ ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუმკლავდეს. ჩვენ უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ასეული შემთხვევები არ დაფიქსირდეს. სამი, ოთხი და ხუთი ათეული შემთხვევები ის მონაცემებია, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება", - აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1325 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S