ბათუმის სამშობიარო სახლი დაიკეტა
09/09/2020 07:28:46 საზოგადოება
ბათუმის სამშობიარო სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის სამშობიაროში არც ერთი მელოგინე და ახალშობილი არ ჰყავთ.
"ეს არ გახლავთ ახალი ე.წ. კლასტერი, ეს არის "დონასთან" აფელირებული შემთხვევა, რომელსაც მიემატა ახალი შემთხვევა. სამშობიაროში ამ დროისთვის არ არის არც ერთი მელოგინე და ახალშობილი, ამიტომ სამშობიარო არ ფუნქციონირებს თავისი დანიშნულების მიხედვით და მხოლოდ იყვნენ თანამშრომლები. ახლა მიდის ორგანიზებულად ტესტირება. დაიტესტება ყველა და პასუხებიდან გამომდინარე გადაწყდება როდის გააგრძელებს სამშობიარო ფუნქციონირებას", - განაცხადა შავიშვილმა.
9 სექტემბერს საქართველოში გამოვლენილი 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1325 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.


