Accentnews.ge
აჭარაში Covid-19-ის 25 ახალი შემთხვევიდან 7 ე.წ. ხოფის ბაზრობას უკავშირდება

აჭარაში Covid-19-ის 25 ახალი შემთხვევიდან 7 ე.წ. ხოფის ბაზრობას უკავშირდება

09/09/2020 07:25:25 საზოგადოება

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, აჭარაში Covid-19-ის 25 ახალი შემთხვევიდან 7 ე.წ. ხოფის ბაზრობას უკავშირდება.

მისი თქმით, ამ 7 შემთხვევიდან 2 ბაზრობის თანამშრომელია, 5 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.

"25 შემთხვევიდან იუსტიციის სახლის დადასტურებული შემთხვევის სამი ოჯახური კონტაქტია, დანარჩენი გახლავთ ერთეული შემთხვევები და მათ შორის არსი სამშობიარო სახლის თანამშრომელი", - განაცხადა შავიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1325 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S