ბოლო 2 დღეში საქართველოში COVID-19–ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა თითქმის 100–ით გაიზარდა
09/09/2020 07:10:13 საზოგადოება
ბოლო 2 დღეში საქართველოში COVID-19–ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა თითქმის 100–ით გაიზარდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, "კოვიდ–ცენტრებში სადღეისოდ 421 პაციენტი მკურნალობს, აქედან 3 კრიტიკულად მძიმეა, 17 კი მძიმე".
7 სექტემბერს ქვეყანაში COVID-19–ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 342–ს შეადგენდა.
რაც შეეხება ბოლო 24 საათში გამოვლენილ 44 ახალი შემთხვევას, ეზუგბაიას თქმით, ისინი შემდეგნაირად გადანაწილდა:
"44 ახალი პაციენტიდან 7 არის „დონას“ კლასტერი, 12 ბათუმთან დაკავშირებული შემთხვევაა, 12 პაციენტის წყაროა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 2 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია ეპიდკერაში, 5 შემოტანილი შემთხვევაა, 3 სამედიცინო პერსონალია, 3 ინფიცირებულზე ეპიდემიოლიოგიური კვლევა გრძელდება წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიების მიზნით".
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.


