„მედკაპიტალის“ თბილისის პოლიკლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა
09/09/2020 06:24:14 საზოგადოება
თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე მდებარე „მედკაპიტალის“ პოლიკლინიკაში მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულ ექიმს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს და ვირუსი მანამდე მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ტესტი მედიკოსსაც გაუკეთდა და ინფექცია მასაც აღმოაჩნდა.
"ინფიცირებულ ექიმს არანაირი სიმპტომები არ ჰქონია, ის ბოლოს სამსახურში ოთხშაბათს იმყოფებოდა, ვირუსი კი შაბათს დაუდასტურდა. ინფიცირებული ექიმის კოლეგები, სულ 19 ადამიანი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ დაავადებულთან, თვიზოლაციასა და საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან და ამ ეტაპზე ვირუსი არც ერთს არ აქვს დადასტურებული", - განუცხადა "პირველ არხს „მედკაპიტალის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მაია აბულაძემ.
მისივე თქმით, სხვა კონტაქტების, მათ შორის პაციენტების მოძიებაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ინფიცირებული ექიმი მუშაობს, აბულაძის განცხადებით, პოლიკლინიკა აგრძელებს მუშაობას და იქ ის პერსონალი მუშაობს, რომლებსაც ინფიცირებულ ექიმთან შეხება არ ჰქონია.


