Accentnews.ge
საქართველოში CIVID-19–ის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში CIVID-19–ის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

09/09/2020 05:46:24 საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში CIVID-19–ით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1773–მდე გაიზარდა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებ–გვერდზე განახლდა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ახალი შემთხვევებიდან 25 აჭარაზე მოდის. PCR ტესტი ჯამში 2700 პირს ჩაუტარდა.

გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულია ჯამში 1325 პირი, მათგან გასული დღე ღამის განმავლობაში – 4.

კარანტინის რეჟიმში რჩება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

ცნობისთვის: 8 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 45 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. "წითელ ზონად" გამოცხადდა აჭარის რეგიონი, თუმცა განიმარტა, რომ რეგიონის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

აჭარაში დაფიქსირებული შემთხვევების დიდი ნაწილი საკონდისტრო "დონას" – პერსონალსა და მომხმარებლებს უკავშირდება. შემთხვევები დაფიქსირდა მათშიც, ვისაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ამიტომ, ინფექციონისტები მოუწოდებენ მოქალაქეებს, თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ აჭარაში, აწარმოონ მონიტორინგი, განსაკუთრებით მესამედან მერვე დღის შუალედში და სინპტომების გამოვლენისთანავე დაუკავშირდნენ 112–ს.

იმისთვის, რომ რეგულაციები არ გამკაცრდეს, მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. ეს რეკომენდაციებია: დახურულ შენობებში პირდაბის ტარება, ღიაშიც, თუ სოციალური დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება; დისტანციის და პირადი ჰიგიენის დაცვა.

უნდა აღინიშოს, რომ ინფექციონისტების განმარტებით, უკანასკნე რამდენიმე დღეში დაფიქსირებული შემთხვევების ნაწილი ბათუმსა და თბილისში გამართულ საქორწილო სუფრებს უკავშირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S