Accentnews.ge
„AstraZeneca“–მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა  ცდაში მონაწილეების "გაურკვეველი ავადობის" გამო შეაჩერა

„AstraZeneca“–მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა  ცდაში მონაწილეების "გაურკვეველი ავადობის" გამო შეაჩერა

09/09/2020 04:35:58 მსოფლიო

ბრიტანულ-შვედურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ „AstraZeneca“–მ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის მე–3 ეტაპი შეაჩერა.

გადაწყვეტილების მიზეზად კომპანიაში ექსპერიმენტული ვაქცინის გამოცდაში მონაწილე პაციენტების "გაურკვეველ ავად გახდომას" ასახელებენ.

"ვაქცინის კლინიკური გამოცდა ნებაყოფლობით შეჩერდა, რათა დამოუკიდებელმა კომისიამ უსაფრთხოება შეისწავლოს. ეს არის რუტინული მოქმედება, რომელიც ხორციელდება, როდესაც რომელიმე გამოცდის დროს პოტენციურად ამოუხსნელი დაავადება იჩენს თავს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"AstraZeneca“–ს ვაქცინა კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთ წამყვან პოტენციურ კანდიდატად მიიჩნეოდა ექსპერიმენტულ ვაქცინებს შორის.

ვაქცინაზე მუშაობა ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად მიმდინარეობს.

გასულ თვეში „AstraZeneca“ არ გამორიცხავდა, რომ კლინიკური ცდის მე–3 ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 2020 წლის ზამთრისთვის უკვე მზად ყოფილიყო.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 901 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 27 739 000–ს გადააჭარბა, 19 833 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1729-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1321 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S