"რესპუბლიკა" ფუნქციონირებას დროებით წყვეტს: თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა
08/09/2020 18:02:13 საზოგადოება
თბილისში მდებარე რესტორნის "რესპუბლიკა" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია რესტორნის მენეჯერმა თამარ კვერნაძემ ფორმულას დაუდასტურა.
მისი ცნობით, რესტორნის ყველა თანამშრომელი კარანტინსა და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, რაც შეეხება რესტორანს, ის ფუნქციონირებას დროებით წყვეტს.
დღეს, 8 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებელი – 45 შემთხვევა გამოვლინდა.


