Accentnews.ge
თურქეთის პარლამენტში კორონავირუსის 44 შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთის პარლამენტში კორონავირუსის 44 შემთხვევა გამოვლინდა

08/09/2020 13:04:12 მსოფლიო

თურქეთის პარლამენტში ახალი კორონავირუსის 44 შემთხვევა გამოვლინდა, – იუწყება გამოცემა „დეილი საბაჰი“ თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერ მუსტაფა სენტოპზე დაყრდნობით.

პარლამენტის სპიკერის განცხადებით, ამჟამად ხუთი დეპუტატი თვითიზოლაციაში იმყოფება, ოთხი კი – ჰოსპიტალიზებულია.

ამასთან, კორონავირუსით გარდაიცვალა თურქეთის პარლამენტის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც 34 წლის იყო.

ბოლო პერიოდში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა მკვეთრად იმატა.

იხილეთ ასევე: თურქეთში საქართველოს საელჩო თანამოქალაქეებს აფრთხილებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S