Accentnews.ge
პირს, რომელიც "Ciskari Garden"–ის ღია სივრცეში 4 სექტემბერს იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

პირს, რომელიც "Ciskari Garden"–ის ღია სივრცეში 4 სექტემბერს იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

08/09/2020 10:40:13 საზოგადოება

კაფე-რესტორან "ცისკარის" განცხადებით, პირს, რომელიც "Ciskari Garden"–ის ღია სივრცეში იმყოფებოდა კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც "ცისკარის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "Ciskari Garden" სრულად ღია სივრცეა, სადაც ნაკლებია შანსი ვირუსის გადაცემის.

"ბათუმში მოგზაურობის მქონე პირს 7 სექტემბერს დაუდასტუდა. ეს ადამიანი 4 სექტემბერს იმყოფებოდა Ciskari Garden-ის სივრცეში მუსიკალურ საღამოზე. პირველ რიგში, გვინდა ამ ადამიანს გამოჯანმრთელება ვუსურვოთ.ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან და სამსახურებთან და ყველა პროცედურისა და პროტოკოლის დაცვით ვმოქმედებთ. საბედნიროდ ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად დადგენილია ყველა კონტაქტი, Ciskari Garden-ის არც ერთი თანამშრომელი არ არის განსაზღვრული ახლო კონტაქტად. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი არ არსებობს განსაკუთრებული შიშისა და შეშფოთების საფუძველი, ვინაიდან Ciskari Garden სრულად ღია სივრცეა, სადაც ნაკლებია შანსი ვირუსის გადაცემის. ასევე, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ცისკარი და Ciskari Garden ორი დამოუკიდებელი სივრცეა, განსხვავებული კონცეფციითა და განსხვავებული პერსონალით. ცისკარის სტუმრები არ არიან რაიმე საფრთხის ქვეშ და ამ ეტაპზე, არ არსებობს საფუძველი რესტორნის მუშაობის შეფერხების", – ნათქვამია "ცისკარის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S