Accentnews.ge
ფოთში მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფოთში მეხანძრე-მაშველს კორონავირუსი დაუდასტურდა

08/09/2020 09:40:13 საზოგადოება

ფოთში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 52 წლის მეხანძრე-მაშველს ვირუსი „პისიარ“ კვლევის შედეგად დაუდასტურდა.

ამ წუთებში კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს.

ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 45 პირი დაინფიცირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო ჯამში ინფიცირების შემთხვევებმა 1729-ს მიაღწია.

დღეს გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და 1321 ს შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება, 4 "ავერსის" კლინიკის მედპერსონალია, ხოლო სამის ინფიცირების წყარო უცნობია.

„ბოლო 24 საათში 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გახდა 1729. 45 ახალი პაციენტიდან 3 არის „დონას“ კლასტერი, 19 პაციენტის წყაროა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 4 სამედიცინო პერსონალი "ავერსის" კლინიკიდან, 4 შემოტანილი შემთხვევაა, 12 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 3 ინფიცირებულზე ეპიდემიოლიოგიურ კვლევა გრძელდება წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიებს მიზნით", – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა , რომ ახალი შემთხვევებიდან აჭარას 23 უკავშირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S