თამაზ ელიზბარაშვილი: „ჩუქდება 249 ძაღლი და 4 მურა დათვი 10 წლით"
08/09/2020 09:21:02 საზოგადოება
თამაზ ელიზბარაშვილი ცხოველთა თავშესაფრის გაჩუქებას გეგმავს. თავშესაფრის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ჩუქდება თავშესაფარი 249 ძაღლთან და 4 მურა დათვთან ერთად.
"თავშესაფარი განთავსებულია გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩის 9 ნომერში, 2 500 კვადრატულ მეტრზე. შენობა-ნაგებობების და მიწის ფართი შეადგენს 1 350 000 ლარს. გაჩუქების აუცილებელი პირობაა იქ არსებული ცხოველების 10 წელი მოვლა, შენახვა და პატრონობა. ( ამჟამად თავშესაფარში მყოფი ძაღლები 10 წლის შემდეგ სიბერით მოკვდებიან) მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობებით ეკუთვნის ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს. გაჩუქების მიზანი არის იქ არსებული ცხოველების გადარჩენა შიმშილით სიკვდილისაგან", - ნათქვამია ინფორმაციაში.


