Accentnews.ge
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა

08/09/2020 08:41:40 საზოგადოება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის ძმას ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მინისტრს მის ძმასთან შემხებლობა არ ჰქონია.

"არანაირი შეხება არ ჰქონდა მინისტრს 2 კვირით ადრე, მისი სამსახურებრივი დაკავებულობიდან გამომდინარე. თავდაპირველად იყო კვლევაში, კვლევა იყო უარყოფითი. განმეორებითი კვლევით დადგინდა და ისიც არის სტაციონარში",-განაცხადა შავიშვილმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 45 პირი დაინფიცირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო ჯამში ინფიცირების შემთხვევებმა 1729-ს მიაღწია.

დღეს გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და 1321 ს შეადგენს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება, 4 "ავერსის" კლინიკის მედპერსონალია, ხოლო სამის ინფიცირების წყარო უცნობია.

„ბოლო 24 საათში 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გახდა 1729. 45 ახალი პაციენტიდან 3 არის „დონას“ კლასტერი, 19 პაციენტის წყაროა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 4 სამედიცინო პერსონალი "ავერსის" კლინიკიდან, 4 შემოტანილი შემთხვევაა, 12 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 3 ინფიცირებულზე ეპიდემიოლიოგიურ კვლევა გრძელდება წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიებს მიზნით", – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა , რომ ახალი შემთხვევებიდან აჭარას 23 უკავშირდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S