Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

08/09/2020 07:30:26 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა გაიზარდა.

"ამ ეტაპზე კოვიდ–ცენტრებში 381 ინფიცირებული მკურნალობს. აქედან 3 კრიტიკულად მძიმეა, 17 მძიმე “,- განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მონაცემებით მძიმე პაციენტების რაოდენობა 16–ს შეადგენდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 45 პირი დაინფიცირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო ჯამში ინფიცირების შემთხვევებმა 1729-ს მიაღწია.

დღეს გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და 1321 ს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S