Accentnews.ge
"45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება, 4 "ავერსის" კლინიკის მედპერსონალია, ხოლო სამის ინფიცირების წყარო უცნობია"

"45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება, 4 "ავერსის" კლინიკის მედპერსონალია, ხოლო სამის ინფიცირების წყარო უცნობია"

08/09/2020 07:20:19 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება, 4 "ავერსის" კლინიკის მედპერსონალია, ხოლო სამის ინფიცირების წყარო უცნობია.

„ბოლო 24 საათში 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გახდა 1729. 45 ახალი პაციენტიდან 3 არის „დონას“ კლასტერი, 19 პაციენტის წყაროა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 4 სამედიცინო პერსონალი "ავერსის" კლინიკიდან, 4 შემოტანილი შემთხვევაა, 12 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 3 ინფიცირებულზე ეპიდემიოლიოგიურ კვლევა გრძელდება წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიებს მიზნით", – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა , რომ ახალი შემთხვევებიდან აჭარას 23 უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 45 პირი დაინფიცირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო ჯამში ინფიცირების შემთხვევებმა 1729-ს მიაღწია.

დღეს გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და 1321 ს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S