Accentnews.ge
"45 ახალი ინფიცირებულიდან 5 ჯგუფური შემთხვევაა, რომელიც თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილებს უკავშირდება"

"45 ახალი ინფიცირებულიდან 5 ჯგუფური შემთხვევაა, რომელიც თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილებს უკავშირდება"

08/09/2020 07:19:45 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების ნაწილი თბილისში გამართულ ფართომასშტაბიან ქორწილებს უკავშირდება.

"45 ახალი ინფიცირებულიდან 5 ჯგუფური შემთხვევაა, რომელიც თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილებს უკავშირდება", – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 45 პირი დაინფიცირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო ჯამში ინფიცირების შემთხვევებმა 1729-ს მიაღწია.

დღეს გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და 1321 ს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S