ეზუგბაია: "აჭარის რეგიონი უკვე "წითელი ზონაა" და იქ ალბათ, დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი"
08/09/2020 07:18:53 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, აჭარაში "სერიოზული ეპიდვითარებაა".
მისივე თქმით, ბოლო 24 საათში დადასტურებული Covid-19-ის 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.
"აჭარის რეგიონი უკვე "წითელი ზონაა" და იქ ალბათ, დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი. ეს ნიშნავს, რომ რეკომენდაციის შესრულებაზე და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმის გაძლიერებასა და ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოვებას", – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 45 პირი დაინფიცირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო ჯამში ინფიცირების შემთხვევებმა 1729-ს მიაღწია.
დღეს გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და 1321 ს შეადგენს.


