"Covid-19-მა მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება"
08/09/2020 07:15:23 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, "Covid-19-მა მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება".
"ახალი 45 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა. აქედან გამომდინარე შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება", – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 45 პირი დაინფიცირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო ჯამში ინფიცირების შემთხვევებმა 1729-ს მიაღწია.
დღეს გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და 1321 ს შეადგენს.


