Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-კლინიკების მზადყოფნის გაძლიერების თაობაზე იუწყება

ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ-კლინიკების მზადყოფნის გაძლიერების თაობაზე იუწყება

08/09/2020 06:37:36 საზოგადოება

ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მიღებისთვის მზადყოფნის გაძლიერების მიზნით კოვიდ-კლინიკებს 85 საწოლი დაემატა.

კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 40 ადგილი დაემატა ბოჭორიშვილის სტაციონარს, 40 ბათუმის – რესპუბლიკურ საავადმყოფოს და 5 – თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკას.

შედეგად, ამ ეტაზე ჯამში 672 საწოლია მობილიზებული.

ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 45 პირი დაინფიცირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო ჯამში ინფიცირების შემთხვევებმა 1729-ს მიაღწია.

დღეს გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და 1321 ს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S