Accentnews.ge
ბოლო 1 თვის განმავლობაში პირველად, ინდოეთში Covid-19–ით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 1 თვის განმავლობაში პირველად, ინდოეთში Covid-19–ით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

08/09/2020 06:32:49 მსოფლიო

ბოლო 1 თვის განმავლობაში პირველად, ინდოეთში Covid-19–ით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსმა 1 133 ადამიანი იმსხვერპლა, დადასტურდა ინფიცირების 75 809 ახალი შემთხვევა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში Covid-19-ით ინფიცირების 4.28 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 72 775 ადამიანი.

ინდოეთი Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში აშშ––ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 896 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 27 490 000–ს გადააჭარბა, 19 592 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1729-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1321 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S