Accentnews.ge
მედია – მარია ​კოლესნიკოვამ თანმხლებ პირებთან ერთად ბელარუსის საზღვარი გადაკვეთა და უკრაინაში გადავიდა

მედია – მარია ​კოლესნიკოვამ თანმხლებ პირებთან ერთად ბელარუსის საზღვარი გადაკვეთა და უკრაინაში გადავიდა

08/09/2020 05:43:20 მსოფლიო

ინტერნეტ პორტალ tut.by-ს ცნობით, ბელარუსმა ოპოზიციონერმა მარია ​კოლესნიკოვამ და მისმა თანმხლებმა პირებმა საზღვარი გადაკვეთეს და უკრაინაში გადავიდნენ.

ამასთან, ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის კომიტეტზე დაყრდნობით სახელმწიფო სააგენტო „ბელატამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარია კოლესნიკოვა სახელმწფო საზღვარზე შენიშნეს.

მისივე ცნობით, კოლესნიკოვასთან ერთად, დღეს დილით საზღვარზე იმყოფებოდა ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი, რომლებთანაც დაკავშირება გუშინდელი დღიდან ვერ ხერხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის მედიის ცნობით, 7 სექტემბერს დილით, მინსკში უცნობმა პირებმა ბელარუსის ოპოზიცური საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს. კავშირი გაწყდა ასევე ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ორ წევრთან.

ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.

აშშ-მა ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S