Accentnews.ge
გურიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებული საბაჟოს თანამშრომელია

გურიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებული საბაჟოს თანამშრომელია

07/09/2020 19:57:53 საზოგადოება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ცხემლისხიდის თემში, სოფელ ბაღდადში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი საბაჟოს თანამშრომელია.

„იგი ამჟამად ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა“,- განაცხადა არჩილ მჟავიამ.

ბოლო მონაცემებით, ოზურგეთში 7 ადამიანია ინფიცირებული, ჩოხატაურში კი 2.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S