რა შემთხვევაში არ დაუფინანსებს სახელმწიფო PCR ტესტის საფასურს მოქალაქეს, რომელსაც აჭარაში მოგზაურბის ისტორია აქვს
07/09/2020 19:21:31 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ განმარტავს, რა შემთხვევაში დაუფინასებს/არ დაუფინანსებს სახელმწიფო PCR ტესტის საფასურს მოქალაქეს, რომელსაც აჭარაში მოგზაურბის ისტორია აქვს.
მისი თქმით, იმ ადამიანებს, ვინც იმოგზაურეს აჭარაში და ჩავიდნენ თბილისში, ქუთაისში ან სხვა რაიონებში, თუ ასეთ ადამიანებს 20 აგვისტოს შემდეგ აქვთ საკონდიტრო კაფე „დონაში“ ყოფნის ისტორია, მათ საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილზე, სადაც ტესტირებები წარმოება შეუძლიათ, მივიდნენ და ტესტი ასევე სახელმწიფოს ხარჯზე ჩაიტარონ.
„ასევე ის ადამიანები, ვინც ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ 30-31 აგვისტოს იყვნენ ტესტის აღება და PCR გამოკვლევის ჩატარება სახელმწიფოს ხარჯზე შეუძლიათ. დანარჩენ ადამიანებს, ვისაც მოგზაურობის ისტორია აქვთ აჭარაში, ეძლევათ რეკომენდაცია, რომ საკუთარი ჯანმრთელობის თვითმონიტორინგი აწარმოონ, დაახლოებით 7-დან 14 დღემდე. თუ ამ ხნის განმავლობაში მათ ნებისმიერი მიზეზით ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველება, დიარეა უვლინდებათ, ასეთ შემთხვევაში შეუძლიათ მივიდნენ ლაბორატორიებში, სადაც PCR ტესტირება წარმოებს, ნიმუში აიღონ და ჩაიტარონ PCR გამოკვლევა. ამ ყველაფერს სახელმიწფო აფინანსებს.
ის მოქლაქე, რომელიც არ ყოფილა ბათუმში მდებარე კაფე „დონაში“ , სასტუმრო „ოაზისში“ , უბრალოდ იყო გონიოში, ბათუმში ან ქობულეთში და საკუთარი ინტერესი აქვს კორონავირუსზე კვლევა ჩაიტაროს, თუმცა არ აქვს სიმპტომები, მას ამ კვლევის ჩატარება შეუძლია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გამოკვლევის ღირებულების ანაზღაურება თავად მოუწევს“, - განაცხადა გამყრელიძემ.


