Accentnews.ge
ბათუმის იუსტიციის სახლი ფუნქციონირებას დროებით წყვეტს

ბათუმის იუსტიციის სახლი ფუნქციონირებას დროებით წყვეტს

07/09/2020 18:42:14 საზოგადოება

ბათუმის იუსტიციის სახლი შენობის სრული დეზინფექციის მიზნით ფუნქციონირებას დროებით წყვეტს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, 8 სექტემბრიდან, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დაგეგმილია ბათუმის იუსტიციის სახლის შენობის სრული დეზინფექცია.

"მოხდება როგორც მომსახურების სივრცეების, "ჯასთ კაფესა" და შეხვედრების ოთახების დეზინფექცია, ისე შენობის 17-ვე სართულზე განთავსებული სხვადასხვა უწყების სამუშაო ფართების დამუშავება. შენობის სრული დეზინფექციის მიზანი „COVID-19“-ის გავრცელების პრევენცია და მოქალაქეებისათვის სერვისების უსაფრთხო მიწოდებაა",- აცხადებენ სააგენტოში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S