Accentnews.ge
რესტორანი „რესპუბლიკა“ დაკეტეს

რესტორანი „რესპუბლიკა“ დაკეტეს

07/09/2020 18:19:22 საზოგადოება

თანამშრომლის კოვიდ–ინფიცირების ეჭვის გამო რესტორანი „რესპუბლიკა“ დაკეტეს.

„არის ეჭვი, რომ ერთ-ერთ თანამშრომელს აქვს „კოვიდ-19“. იქიდან გამომდინარე, რომ ჰქონდა ამის გარკვეული სიმპტომები. ველოდებით დადასტურებულ ინფორმაციას. ჯერ არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია ტესტის პასუხის შესახებ. ჩვენთან სხვას არავის არ აქვს, ამიტომ არ ვიცით, ვისგან შეიძლება დაინფიცირებულიყო, თუ სტუმრებიდან ვინმეს ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილზე არანაირი შიდა კონტაქტი არ ყოფილა დადასტურებულ შემთხვევასთან. რა სამუშაოს ასრულებს ეს თანამშრომელი, ამ ინფორმაციას ვერ გეტყვით. ჩვენი ერთ-ერთი, რიგითი თანამშრომელია. თანამშრომლები გაიტესტა, ველოდებით პასუხებს. ვიმყოფებით ადგილზე, არავინ არ ტოვებს შენობას და შენობაშიც არავინ არ შემოდის. ველოდებით ტესტირების პასუხებს. მხოლოდ რეგულაციების დაცვით ვმუშაობთ, რისი საშუალებაც გვქონდა ამ პირობებში. როდის იქნება პასუხები, ამ ინფორმაციას სამწუხაროდ, არ ვფლობთ, ჩვენც ველოდებით“,- განაცხადა "პირველ არხთან" საუბრისას „რესპუბლიკას“ გენერალურმა მენეჯერმა თაკო კვერნაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S