Accentnews.ge
"ბოლო ერთი თვის განმავლობაში 10-დან 15-მდე პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია"

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში 10-დან 15-მდე პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია"

07/09/2020 17:46:42 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო ერთი თვის, თვე-ნახევრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში, 10-დან 15–მდე კოვიდ–ინფიცირებული ადამიანია, რომელთა წყარო ამ დრომდე დადგენილი არაა.

"ეს რიცხვი ყოველდღიურად იცვლება. მთლიანად თუ ავიღებთ, ბოლო ერთი თვის, თვე-ნახევრის განმავლობაში საერთო ციფრი ამ უცნობი წყაროთი მიმდინარე კორონავირუსული ინფიცირების მერყეობს 10-დან 15-მდე", - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართვლოში გასული 24 საათის განმავლობაში COVID–19 34 პირს დაუდასტურდა, ხოლო 5 პირი გამოჯანმრთელდა. ამრიგად ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1684–მდე გაიზარდა, მათგან 1315 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, ეპიდემიას ქვეყანაში დღემდე 19 პაციენტი ემსხვერპლა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 6020 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S