ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი: "მსოფლიო უკეთ უნდა იყოს მომზადებული შემდეგი პანდემიისთვის"
07/09/2020 15:25:50 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის განცხადებით, "მსოფლიო უკეთ უნდა იყოს მომზადებული შემდეგი პანდემიისთვის".
„Covid-19 არ იქნება ბოლო პანდემია. ისტორია გვასწავლის, რომ პანდემიები არის ცხოვრებისეuლი ფაქტი. მაგრამ, როდესაც შემდეგი პანდემია მოვა, მსოფლიო მზად უნდა იყოს – ის იმაზე უკეთ მომზადებული უნდა შეხვდეს მორიგ პანდემიას, ვიდრე ახალი კორონავირუსის დროს იყო“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა და ქვეყნებს მოუწოდა, მეტი ინვესტიცია განახორციელონ ჯანდაცვის სფეროში.
ცნობისათვის: მსოფლიოში COVID-19–მა 887000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 27 293 000–ს გადააჭარბა, 19 380 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1684-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1315 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.


