ქორწილსა თუ ქელეხში დასაშვები სტუმრების რაოდენობა იზღუდება
07/09/2020 12:07:22 საზოგადოება
მთავრობის გადაწყვეტილებით, დახურულ სივრცეში ერთი ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ 10 კაცის შეკრება. თუმცა, ერთ მაგიდაზე მაქსიმუმ, 6 ადამიანი უნდა ისხდეს.
ღია სივრცეში, ერთ მაგიდაზე 12 ადამიანს შეეძლება განთავსება. ღია სივრცეში, ქორწილის ან ქელეხის გამართვის შემთხვევაში, შესაძლებელია მაქსიმუმ 200 კაცის განთავსება.
მონიტორინგი მკაცრდება, რაშიც ჩაერთვება შსს და მოხდება ობიექტების შემოწმება.
იმ შემთხვევაში თუ ობიექტი გეგმავს დღესასწაულს, რომელიც აღნიშნულ რეგულაციებს არ ექვემდებარება, შესაბამისი უწყებისგან გაფრთხილდება, გამართვის შემთხვევაში კი დაჯარიმდება.ხოლო განმეორებითი შემთხვევის დროს სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.
"მონიტორინგის მექანიზმი გამკაცრდება, რაც იმას გულისხმობს, რომ შრომის ინსპექციასთან ერთად პროცესში აქტიურად ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროც. შევამოწმებთ თითოეულ ობიექტს. მექანიზმი შემდეგნაირად იმუშავებს, თუ მივიღებთ ინფორმაციას, რომ ესა თუ ის დაწესებულება გეგმავს სოციალურ ღონისძიებას, მოხდება გაფრთხილება და მაინც განხორციელდების შემთხვევაში, შესაბამისი სანქცირების მექანიზმის გამოყენება იურიდიული პირისთვის 10 000 ლარის, ხოლო ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის განმეორებით ჩადენა კი სისხლისსამართლებრივ დევნას გამოიწვევს. გეგმური ზედამხედველობა ძალიან აქტიური იქნება, ყოველდღიურ რეჟიმში ყველა მსგავს დაწესებულებას შევამოწმებთ, ამასთან, პრევენციულად მოვახდენთ მათ ინფორმირებას“,-განაცხადა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.


