Accentnews.ge
"მარტო შოლტით ვერაფერს გავაკეთებთ, მთავარია თვითშეგნება"

"მარტო შოლტით ვერაფერს გავაკეთებთ, მთავარია თვითშეგნება"

07/09/2020 11:58:43 საზოგადოება

საქართველოს დავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს დახურულ სივრცეებში დიდი თავყრილობებისაგან თავი შეიკავონ.

მისივე თქმით, სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება.

"უკიდურესი გამკაცრება ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში, იქნება სერიოზული მონიტორინგი და აღსრულებაზე მონიტორინგი იმ კანონებისა და წესებისა, რომელიც შემოღებულია პანდემიის პერიოდში. თუმცა მარტო შოლტით ვერაფერს გავაკეთებთ, მთავარია თვითშეგნება, უნდა შევიკავოთ თავი დახურულ სივრცეებში დიდი თავყრილობებისაგან", – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართვლოში გასული 24 საათის განმავლობაში COVID–19 34 პირს დაუდასტურდა, ხოლო 5 პირი გამოჯანმრთელდა. ამრიგად ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1684–მდე გაიზარდა, მათგან 1315 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, ეპიდემიას ქვეყანაში დღემდე 19 პაციენტი ემსხვერპლა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 6020 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S