Accentnews.ge
გამყრელიძე განმარტავს, ექნებათ თუ არა მოქალაქეებს 8–დღიანი კარანტინის შემდეგ სოციალური აქტივობის უფლება

გამყრელიძე განმარტავს, ექნებათ თუ არა მოქალაქეებს 8–დღიანი კარანტინის შემდეგ სოციალური აქტივობის უფლება

07/09/2020 11:42:06 საზოგადოება

მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შემდეგ სავალდებულო კარანტინის ვადა რვა დღემდე შემცირდება. ჯანდაცვის მინისტრმა გადაწყვეტილების საფუძვლად ევროპული კვლევები და ქვეყნის გამოცდილება დაასახელა.

მოქალაქეს 8–დღიანი კარანტინის შემდეგ ექნება ვალდებულება, მე–12 დღეს ტესტირება ჩაიტაროს.

"დღეს ჩვენ გვაქვს კვლევები როგორც ევროპის ქვეყნებიდან, ასევე საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით და შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ინფექციის გამოვლენა შესაძლებელია მე-8 დღეს, მაგრამ უფრო მეტი სიზუსტისთვის, გვესაჭიროება მე-12 დღეს ჩატარებული ტესტირებაც", - განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე, ექნებათ თუ არა მოქალაქეებს შესაძლებლობა, კარანტინის შემდეგ თავისუფალ რეჟიმში განაგრძონ სოციალური აქტივობა, დავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღანელმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ თავად, როგორც ექიმი, მოქალაქეებს ურჩევს, მიუხედავად საკარანტინე ვადის ამოწურვისა, 12 დღემდე აქტივობისგან თავი შეიკაონ.

საქართვლოში გასული 24 საათის განმავლობაში COVID–19 34 პირს დაუდასტურდა, ხოლო 5 პირი გამოჯანმრთელდა. ამრიგად ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1684–მდე გაიზარდა, მათგან 1315 პირი გამოჯანმრთელდა.

გარდა ამისა, ეპიდემიას ქვეყანაში დღემდე 19 პაციენტი ემსხვერპლა.

კარანტინის რეჟიმში რჩება 6020 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S