საქართველოში დამატებითი შეზღუდვები ამ ეტაპზე არ ამოქმედდება
07/09/2020 11:21:46 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვები არ განიხილება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეზღუდვები დაწესდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, დავაწესოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელიც საჭირო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის“,– აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ამასთან, როგორც ტიკარაძე ამბობს, აქამდე არ არსებობდა მტკიცებულებები, რომ კარანტინის ვადის შეზღუდვა არ გამოიწვევდა ინფექციის გავრცელებას, სადღეისოდ კი არსებობს კვლევები, რომ მერვე დღეს არის შესაძლებელი ინფექციის გამოვლენა. ამრიგად, საკარანტინე პერიოდი 8 დღემდე შემცირდება. გადაწყვეტილება მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შესვლის შემდეგ ამოქმედდება.


