21 სექტემბრიდან თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობის საათები გაიზრდება
07/09/2020 09:49:45 საზოგადოება
21 სექტემბრიდან მეტროს მუშაობის საათები გაიზრდება. კერძოდ, 21 სექტემბრიდან მეტრო კვლავ 06:00-დან ღამის 12:00 საათამდე იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისიდან თბილისის მეტრო 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის, სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების გამოსაცვლელად მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 06:00სთ-დან 11:00 საათამდე მუშაობს.


