ვანდერფორდს COVID-19 კვლავ დაუდასტურდა
07/09/2020 09:41:19 მსოფლიო
ოსტინ ვანდერფორდს კვლავ კორონავირუსი აქვს. „ბელატორის“ პრომოუშენის საშუალო წონითი დივიზიონის წარმომადგენელმა ამის შესახებ ინფორმაცია თავადვე, სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„სამწუხაროდ, მომდევნო კვირას ბრძოლას ვერ გავმართავ. კორონავირუსი დამიდასტურდა (უკვე მეორედ). ვაპირებ, რომ დავისვენო და გამოვჯანმრთელდე. როგორც კი შემეძლება გავალ ოქტაგონზე. ჯანმრთელობას გისურვებთ.“


