Accentnews.ge
ეზუგბაია განმარტავს, რატომ არის შესაძლებელი საკარანტნო დღეების რაოდენობის 8-მდე შემცირება

ეზუგბაია განმარტავს, რატომ არის შესაძლებელი საკარანტნო დღეების რაოდენობის 8-მდე შემცირება

07/09/2020 07:24:06 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელი მარინა ეზუგბაია განმარტავს, რატომ არის შესაძლებელი საკარანტნო დღეების რაოდენობის 8-მდე შემცირება.

მისი თქმით, ახალი კორონავირუსი ინფიცირებულ პაციენტთა უმეტესობას მე–6 და მე–8 დღემდე უდასტურდებათ. თუმცა ეზუგბაიას თქმით, კარანტინის დღეების შემცირებაზე გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით მიღებული არ არის.

„პაციენტები კარანტინში იმყოფებოდნენ 12-14 დღის განმავლობაში და მეცამეტე დღეს კეთდებოდა კვლევა. ინკუბაციური პერიოდი ამ დაავადების ვიცით, რომ არის 14 დღე, მაგრამ ყველაზე მეტი რაოდენობით გამოვლენა ხდება 6-8 დღეში და ზუსტად ამაზეა გათვლა. მე–8 დღე არის ის დღე, როდესაც უნდა მოხდეს ინფიცირებულ პაციენტში კლინიკის გამოვლენა. რა თქმა უნდა, ინფიცირებულებს, რომლებსაც კლინიკა გამოუვლინდებათ, მათ ადრე ჩაუტარდებათ ტესტი, მაგრამ მათი, ვისი კლინიკაც გამოვლენილი არ იქნება, ყველაზე მეტი პროცენტული რაოდენობით გამოვლენა ხდება მე–6 და მე–8 დღეს. თუმცა, დღეს ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1684-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1315 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S