სენაკში კორონავირუსი ექიმს დაუდასტურდა
07/09/2020 07:22:28 საზოგადოება
სენაკში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული კლინიკა „არქიმედესა“ და საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ექიმია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული ექიმი ფოთში 2 სექტემბერს იყო მორიგე.
„2 სექტემბერს ვინც იყო მორიგე, მასთან კონტაქტში მყოფ ყველას პირს – ამ ეტაპზე 31 ადამიანია, გაუკეთდა „პისიარ“ ტესტირება და ველოდებით პასუხებს", - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.


