Accentnews.ge
ისრაელი რამდნიმე ქალაქის ჩაკეტვას გეგმავს

ისრაელი რამდნიმე ქალაქის ჩაკეტვას გეგმავს

07/09/2020 06:32:37 მსოფლიო

ისრაელი რამდნიმე ქალაქის ჩაკეტვას გეგმავს. როგორც The Guardian იუწყება, აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გადგა დღის წესრიგში, რაც ქვეყანაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000–ს გადააჭარბა.

მისივე ცნობით, ახალ ზომებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის მთავრობა დღეს მიიღებს.

ბოლო პერიოდში ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირების 131 641 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 1019 პირი.

ცნობისათვის: მსოფლიოში COVID-19–მა 887000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 27 293 000–ს გადააჭარბა, 19 380 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1684-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1315 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S