Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 25 000–ს გადააჭარბა

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 25 000–ს გადააჭარბა

07/09/2020 06:14:58 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში COVID-19–ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 25 000–ს გადააჭარბა. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ახალი კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთშია დაღუპული.

  • თურქეთი: 279 806 ინფიცირებული, 6 673 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 37 329 ინფიცირებული, 548 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 44 783 ინფიცირებული, 897 გარდაცვლილი
  • რუსეთი:1 025 505ინფიცირებული, 17 820 გარდაცვლილი

ცნობისათვის: მსოფლიოში COVID-19–მა 887000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 27 293 000–ს გადააჭარბა, 19 380 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1684-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1315 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S