Accentnews.ge
ბოლო 24 საათში მსოფლიოში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში მსოფლიოში COVID-19–ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

07/09/2020 05:46:14 მსოფლიო

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში მსოფლიოში ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 304626 შეადგინა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, მსოფლიოში COVID-19–მა 887000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 27 293 000–ს გადააჭარბა, 19 380 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1650-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1310 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ, მეორეზე –ინდოეთი, მესამეზე – ბრაზილია, ხოლო მეოთხეზე – რუსეთი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S