Accentnews.ge
ინდოეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ბრაზილიას გადაუსწრო

ინდოეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ბრაზილიას გადაუსწრო

07/09/2020 05:35:52 მსოფლიო

ინდოეთმა Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით ბრაზილიას გადაუსწრო.

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსით 90 802 ადამიანი დაინფიცირდა და 1 016 გარდაიცვალა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში Covid-19-ით ინფიცირების 4 204 613 შემთხვევაა დადასტურებული, ბრაზილიაში კი – 4 137 606.

ცნობისათვის: მსოფლიოში COVID-19–მა 887000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 27 293 000–ს გადააჭარბა, 19 380 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1650-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1310 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S