ღამის ეკონომიკის ყოფილი მენეჯერი "იმედზე" გადაცემას წაიყვანს
07/09/2020 05:01:05 საზოგადოება
ღამის ეკონომიკის ყოფილი მენეჯერი სერგი გვარჯალაძე "იმედზე" გადაცემას უხელმძღვანელებს.
"ნამდვილი რიცხვები", ასე ჰქვია გვარჯალაძის ახალ პროექტს და ის ეთერში ყოველ ხუთშაბათს გავა.
"ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ მოვლენაზე, ჩვენს ცხოვრებაზე უფრო დეტალურად მივიღებთ ინფორმაციას და ეს იქნება ნამდვილი რიცხვები, რომელზეც ძალიან კომპეტენტური ადამიანები ისაუბრებენ", - აცხადებს გვარჯალაძე.
როგორც 31 აგვისტოს გახდა ცნობილი, გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის მენეჯერის თანამდებობა დატოვა. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ გვარჯალაძემ უკვე შექმნა სტრატეგია, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გაეცნობა.


