ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს
06/09/2020 20:14:22 მსოფლიო
ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ოლგა ჩემოდანოვამ განაცხადა.
დაკავებულს არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობას ედავებიან.
როგორც უფლებადამცველ ცენტრში „ვესნა“ აცხადებენ, მხოლოდ მინსკში დაკავებული 151 ადამიანი. მათი თქმით, საპროტესტო აქციების მონაწილეები დააკავეს გროდნოში, ბრესტსა და ბარანოვიჩში.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს.


