მედია: რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
06/09/2020 19:59:14 მსოფლიო
უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთმა დონბასის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია ორი სამხედრო, რომლებიც ტყეში ხანძრის ჩასაქრობად გამოიძახეს, თუმცა ისინი უკან აღარ დაბრუნებულან.
მათი გარდაცვალების ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად რუსი ოკუპანტების თავდასხმა განიხილება.
„უნიანი“ წერს, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცები გაძარცვეს.
მედიის ცნობით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ჯარისკაცი საკუთარი იარაღის გარეშე იპოვეს.


