„ზღაპარის“ თანამშომელს COVID-19 დაუდასტურდა
06/09/2020 17:49:44 საზოგადოება
სასურსათო მაღაზია „ზღაპარის“ ვარკეთილის ფილიალის ერთ-ერთ მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო უცნობია. ფილიალის 20 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.
მაღაზია ფუნქციონირებას განაგრძობს, ადგილზე ქსელური მაღაზიის სხვა თანამშრომლები მუშაობენ.
თანამშრომლების განცხადებით, სავაჭრო ობიექტზე სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.


