აფეთქების გამო კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია
04/09/2020 13:12:50 საზოგადოება
თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების გამო, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია,– იუწყება თბილისის მერია.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილების მძღოლები რუსთაველის გამზირის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან, რაც მელიქიშვილის ქუჩიდან, ვარაზისხევიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების შეფერხებას იწვევს.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული“,– აცხადებენ მერიაში.
აფეთქება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით, 50 წუთის წინ მოხდა. გარდაცვლილია ერთი პირი, ხოლო ორი დაშავდა.


