Accentnews.ge
„ავერსის“ კლინიკის 13 თანამშრომელი COVID-19–ით არის ინფიცირებული

„ავერსის“ კლინიკის 13 თანამშრომელი COVID-19–ით არის ინფიცირებული

04/09/2020 12:09:59 საზოგადოება

ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, „ავერსის“ კლინიკის რუსთავის ფილიალის 13 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. მათგან 7 რუსთავის მკვიდრია.

2 სექტემბერს ჩაქვში სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციაში მონაწილე ექიმს, რომელიც ასევე „ავერსის“ რუსთავის კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც განიმარტა, მას ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.

3 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, დღესდღეობით ქვეყანაში საყურადღებო სწორედ ავერსის კლინიკაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S