Accentnews.ge
Die Welt: ევროკავშირი ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე უარს ამბობს

Die Welt: ევროკავშირი ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე უარს ამბობს

04/09/2020 09:29:06 მსოფლიო

ევროკავშირი, მაღალი ალბათობით, არ შემოიღებს პერსონალურ სანქციებს ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ, - წერს გერმანული გამოცემა «Die Welt».

მისი ინფორმაციით, სანქცირების წინააღმდეგ გერმანია, საფრანგეთი და იტალია გამოდიან, რომელთა აზრით, ლუკაშენკოს სანქცირება ევროკავშირს მინსკთან კავშირის არხების გარეშე დატოვებს.

როგორც ცნობილია, ევროკავშირი ბელარუსის ამასწინანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ სცნობს. 14 აგვისტოს გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ შემოღებული იქნებოდა სანქციები იმ პირთა მიმართ, რომელთაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ არჩევნების შედეგების ფალსიფიცირებასა და შემდგომ დღეებში საპროტესტო აქციების ხისტ დაშლაზე.

“Die Welt”-ის ცნობით, შემაჯამებელი სასანქციო სია სექტემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება და მასში 16-19 პირი იქნება წარმოდგენილი. მათი აქტივები (თუ ამგვარი არსებობს) ევროკავშირში დაიბლოკება და მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.

“Die Welt”-ის წყაროების ცნობით, საერთო კენჭისყრა სასანქციო სიაში ლუკაშენკოს შესაყვანად ჯერ არ გამართულა.

ცნობისთვის: ბელარუსის პრეზიდენტი ერთხელ უკვე იყო სანქცირებული, ეს 2010 წლის არჩევნების შემდეგ მოხდა, თუმცა 2016 წელს იგი სიიდან “ამოიღეს”.

მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციები დააწესეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S