Accentnews.ge
ინდოეთში COVID-19–ის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდოეთში COVID-19–ის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

04/09/2020 07:39:53 მსოფლიო

ინდოეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 83 341 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყნისთვის „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მორიგი რეკორდული ყოველდღიური მაჩვენებელია. მონაცემებს ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ინდოეთში 1 096 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 3 მილიონ 936 ათასზე მეტი შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 68 472-ს აღწევს.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S